ვღალატობ...


ვღალატობ...

საკუთარ სახეზე ღიმილი 
 დავკარგე.
საკუთარ სხეულში წუხილი, დავფანტე.
თვალებში სიცოცხლის სხივები  ჩამიქრა.
სირმებით ნაკემსი ღილები
ამიწყდა.
დავქარგე...
საკუთარ აზრებში აზრები. 
ვაბიჯებ...
ყველა ზღვარს, არ არის ადვილი.
ჩემს გულში,
აჩრდილებს არა აქვს ადგილი.
ვივიწყებ საკუთარ ასწლიან
პრინციპებს!!!
დავხევ და დავკუწავ რად მინდა თავშალი,
თუ ჩრჩილმა შეჭამა თუ არის ნაშალი.
ღილებ აწყვეტილი რად მინდა ხალათი,
თუ მკერდს არ მიფარავს თუ არ ვარ ხალვათი.
გინდ მარგალიტების რად მინდა მძივები,
თუ ყელს არ ამშვენებს თუ გულს ვედავები.
ვიბრუნებ სიცოცხლეს, ღიმილს ვეძალები.
ვავადობ...
ვძალადობ...
პრინციპებს
ვღალატობ!!!

22.02.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი