კალოში (დედის ხსოვნას)
კალოში... დედა მომენატრა, ავდექი და კალოში ვიყიდე. არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ ვიყიდე, წავედი და შავი კალოში ვიყიდე. დიდხანს ვარჩიე შიდა გული წითელი, რომ ჰქონოდა. ბოლოს სოფელში წასვლის წინ, კალოში მთხოვა, მაგრამ... ხო და ახლა ვიყიდე. ვიყიდე და ძირები დავუხვრიტე, როგორც ქოთანს. დედა მომენატრა, ავდექი და სასაფლაოზე ავედი, ვიცოდი იქ ცივი ქვა იყო, უფრო ღრმად კი, ან იყო ან არა... მაგრამ მაინც ავედი. კალოში მიწით ავავსე, ავავსე და სახლში წამოვიღე. იის ბოლქვი ჩავრგე... დედას უყვარდა ია. ჩავრგე და იხარა. ცალი კალოში ლოგინის ქვეშ შევაცურე, კარგია იმედები, რომ არ გამიცრუე... ახლა დედა, რომ მომენატრება, კალოშში ჩარგულ იას ვესაუბრები... საფლავზე ასვლაზე გული ავიცრუე, თქვენ უბრები ხართ და არ მესაუბრებით, მალე მოვალ, მე გეუბნებით... მერე ხომ გამესაუბრებით?!... 09.11.2022წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი