გაწვიმდა


გაწვიმდა...

წვიმს 
და ამაღამ
თავს მოიკლავს წვიმაში ნამი,
ქარიშხალი  კი ჩაიბარებს
ნამიან ფურცელს.
ცერად შერჩება გადღაბნილი მელანი რვეულს,
ხვეულ ქუჩებში გააქროლებს ქარი აშარი.
შორს,  შემოახვევს გზააბნეულს, ბოძებს ალანძულს,
გალანძღულივით აეკვრება ფოთლებად იფანს.
იფრეენს...
ოო... იფრეენს...
და გადაიფრეენს,
ღობეეს... ყორეეს...
მორეევს...
მწირად გამხდარი.
გამოიდარებს...
შეუმშრალებს ღამე დღეს თვალებს,
დაუბრუნდება მკითხველს ნოტებად,
სევდა ამწყდარი.

მწყრალად ვარ  დღესაც,
 ეს კალამი
წერას მაინც მთხოვს,
ხავსიან დღეებს დასდგომია თავში თავდებად.
და თუ ოდესმე გათავდება,
კასრში მელანი,
ლანდად დარჩენილს,
ვიმყოფინებ,
რასაც წერდა, ჩემი მტევანი.

02.02.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი