სანამ დაგვხვრეტენ...


სანამ დაგვხვრეტენ... 

ყოველთვის ვეტრფი მომავალ ზაფხულს 
და ზამთრის სუსხში მზის სხივებს ვეძებ, 
ამოსუნთქვამდე სულს სულით ვათრევ, 
დეკემბერია და ვებრძვი ვერძებს*. 

ჩემო თიბათვევ, ჩემო მკათათვევ, 
უშენოდ ვერ ვძლებ, უშენოდ ვერ ვძლებ! 
გამოდით ყველა, გამოდით მალე, 
დამსხვრეულ სხივის ნამცეცებს ვეძებ. 

რა ვერ გაიგეთ?! ვებრძვი სიბნელეს, 
რომელსაც უკვე ზოგი აღმერთებს, 
წვავენ უცეცხლო ცეცხლზე მორალს ჩვენს, 
გამოაცალეს საყრდენი ჯერ ერთს... 

ყველა და ყველგან ვეძებთ სინათლეს! 
შემოაცალეთ ბურუსი გარსებს! 
ეს უკვე გვიან იქნება ხვალე! 
ახლა, ახლავე სიმართლე ნათელს! 

დაგვიანდება ზეგ ანდა მაზეგ, 
ნაგვიანდება უმთვაროდ ღამეც. 
არ გვაპატიებს მომავლის მთვარე, 
თვალის მოხუჭვას, დაგვიანებებს! 

ჩვენს საფლავებთან თავდახრის ნაცვლად, 
მოვლენ და ლოდად დაყრიან ცოდვებს, 
გაგვიწყრებიან სამართლიანად 
ხელები გულზე მუნჯად რომ გვიდევს! 

გამოდით გარეთ, გამოდით ყველა, 
დღეს არა, ხვალე დაგვხვრეტენ ყველას, 
თქვენ გეცინებათ, ხმას კი ვერ იღებთ, 
ეს უკვე ნიშნავს სიტყვის დახვრეტას! 

სანამდის ჯინი შეგვყრიდეს სხვის ჯიშს 
და ემიგრანტად გვაქცევს ქართველებს, 
ყველამ განდევნეთ თქვენ თქვენი შიში, 
არ მოგვედაონ მერე გაღმელებს! 

09.12.23წ.
 ნინო როსტიაშვილი
neru
ვერძებს-აქ-ამბიციურებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი