შენი ნებაა!


შენი ნებაა!

სიკვდილი ალბათ მხდალთა შვებაა,
შევეფარები შენს კალთის ნებას.
ღონემიხდილი  მრუდე ფიქრები,
სანამ მიჰქრება, მუხლზე ვიქნები!

სიცოცხლეც შენით მიტარებია,
სიკვდილიც მხოლოდ შენი ნებაა!
თუ ჩემ მოვლენას შობა დაერქვა,
დე ერქვას სიკვდილს, გარდაცვალება!

13.01.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი