მირიად წელს!


მირიად წელს!

ზამთარია
მზე გვათბობს,
ზამთარია
ქარი ქრის,
ზამთარია
წვიმა ცრის,
ზამთარია
ფიფქებს ჰყრის.
მხოლოდ
ზამთარს შეუძლია,
სასწაულის მოხდენა.
ერთ სეზონში
მოგვევლინოს
წვიმად, ქარად,
თოვლად, მზედ.
დაბადებაც
ზამთარს ძალუძს,
მშობიარობს
ყოველ წელს.
არ გაჩერდე,
დედამიწავ!
იფეხმძიმე
ყოველ წელს!

07.01.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი