გამძარცვეს...


გამძარცვეს!

მაღაზიაში ვყიდულობ: კოკას,
 ორ პურს და ყავას. (ხსნადს)
მოლარე: ითვლის... ოცდაჩვიდმეტი...
 ხსნის სალაროს 
და მაწვდის სამ ბილეთს.
-ინებეთ,
 იქბებ მოიგოთ...
 მეტი არაა ჩემი მტერი, მე ვინ რას მომცემს, 
თუ არ წამართვეს...
ვავსებ ბილეთს და მეღიმება...
(დღეს კაბა მაჩუქეს).
ამართვეს,
წუხელ ფიქრი...
ამათ ვერ, მაგრამ სხვებმა 
წამართვეს...
-შარშან, რომ სხვენში გადავმალე ნაცოდვილარი,
ლარი კი არა,
 (არც დოლარი)...
ცოდვა ვინ არი?
მე თუ ქურდი,
რომელმაც ურცხვად ჩამოიფხატა ცხვირზე ქუდი.
მოლარე: 
-ნაღდით თუ...
-არა "კარტით", 
ვიხდი და ვხვდები სამ რამეს...
რაც არის არის...
მე ის გზა უკვე გავიარე, რომ მეშინოდა,
შიშისგან ფურცელს, რომ ვხევდი და 
ან, რომ ვმალავდი.
სხვენის კუნჭულში გადავმალავდი.
ლავას ეგ დრო,
გავა რომ?
(უკვე ეგ წლები, ჩემზე არ ვრცელდება).
 მოვტყუვდი... 
აუგი არ მცდება... გაკვეთილია,
მაგრამ ჩვენი გზები აცდება, 
განკვეთილია.
-სადაც ილია არ დაინდეს იქ ცად მღერიან,
ნაგავს ყრიან და დაცლილია...
ნაგვის ბუნკერში ყროლდებიან
დიდი ცოდვები,
მეცოტავები...
(ან მებევრები)
 -კერიის ჭერში მედო...
-ფული? 
-არა, ფურცლები,
გამძარცვეს...!
 ო,  მომპარეს ტაში!
-იქნებ უჯრაში...?
-რაში? ა(ა)რა!
სკვერშია რაში, ჰამაკში  ბავშვი.
ნეტავი ვიყო გახვეული  თრიაქის კვამლში...

31.07.2022წ
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი