ბეთლემს
ბეთლემს გასპარ, მელქიოფ, ბალთაზარ- მოგვნი სულით, თან მიჰქონდათ საკმეველი, ოქრო, მური. მიჰყვებოდნენ ყველაზე დიდს, მოგვნი, ვარსკვლავს, აქლემმაც კი ჩაუმუხლა ციურის კვალს. აქ ხომ ქალწულ მარიამმა გაიარა! ეს აღმართი მუცლის კვნესით აიარა... როგორც იქნა მიაღწია სადგომს, მწყემსთა, იშვა ჩვილი მიწურ ბაგას ჩვენდა მხსნელად. ამოხეთქა წყალმდინარემ, ზეთმა, ცეცხლმა, აქ იწყება ვარსკვლავთ ომი, მიწიერთა... ათას ერთი ვარსკვლავიდან იმ ერთს ველით, ის ერთია, ის ერთია მხოლოდ მხსნელი! 07.01.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი