ილია მეორეს


საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს!

...და სანამ, შენი ლერწამი ყვავის,
უდრეკი რტო ხარ საქართველოსი!
შენი ლოცვები ისხამენ ყვავილს
და მრავლდებიან საქართველოსთვის!

ვერ მოგვერევა მტერი ბნელეთის,
ეშმასაც მოსდის ელეთმელეთი,
შენი ჯვრითა და შენი ლოცვებით,
ცად სული ხარობს, ხალხი ხმელეთით.

შენ, რომ არ გვყვავდე მწყემსად, ცხოვრების, 
დაფანტულ  მრევლის შვებად ყოველის,
 აპრილ-ნოემბერს, განცდად მოვლენილს,
ვერ აიტანდა მიწად მყოფელი.

...და დგახარ ერის კავკასიონი,
 ვით მყინვარწვერი საქართველოსი!
შენი ლოცვით და წმინდა სიონით,
მრავალჟამიერ, საქართველოსთვის!

04.01.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი