ალილო
ალილოო... ალილოზე ლამპარს ვანთებ, შუკებს მოედება მრევლი, ალილოო... ალილოო.. მრევლს მიჰყვება ბავშვთა გუნდი. მაგონდება ბებოს ხონჩა, ჯვარდასმული კვერები, ხსოვნად დარჩა მოგონება, იმ წარსული დღეების. ნამქერივით მაწევს სევდა და ქერივით მეფანტება, ის ბავშვობა სანატრელი, გაპარული ნელანელა. ლამპრის ჩრდილის ანარეკლზე თვალებს დასტყობია წლები, ალაგ-ალაგ დათოვლილა, ნახშირივით კულულები. და ის წლები მენანება, მილეული ნება ნება, ვით წალამი ჩანაცრული, ჩემს თვალებზე მირულული. ალილოო... ალილოო... ვარსკვლავს მიყვებოდნენ მოგვნი, ალილოო... ალილოო... ხეებს შეყინვია თოვლი, ალილოო... ალილოო... ქუჩას მიუყვება მრევლი, ალილოო... ალილოო... ბეთლემს დაიბადა მხსნელი! 25.12.2022წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი