ვინ იცის?!
ვინ იცის?! ვინ იცის საით მიგვაქანებენ, ჯერ არ დამდგარი დღეები ხვალის, ვინ გათვლის ანდაც, გაწვიმდება თუ, ფიფქებს დაგვაყრის იდუმალ ღამის. წამოუქროლებს ქარი დეკემბრის და ნამქერს ალბათ გულზე დამაყრის, მე არ მაშინებს ქარი, ნამქერი, მე კვლავ გამათბობს შენი ნამღერი. სანამ ბაგიდან ისმის ჰანგები შენს ხელის გულებს ჩამოვადნები, პერანგიც მათბობს შენი ჩითისა, ვით შეციებულ ბარტყსა ჩიტისა. სანამ ბუხარი არ განელდება, სანამ კერია არ გაცივდება, სანამ ჭრიალებს ჭიშკრის კარები, ვერ შემაშინებს ზამთრის ქარები. 26.12.2021წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი