ქობულეთური ვოიაჟები


ქობულეთური ვოიაჟები...

ისევ ცრის...
წყალმა დანამა წყალი,
აჭარის თავზე ჩამოწვა ბინდი,
(იმამი მეჩეთს მაღრიბს აღავლენს)
 ზეცად მინავალ ლოცვას აღვავლენ,
("მრწამს ერთი ღმერთი"  ბუტბუტებს გონი)
 სალოცავ ბაგეს მინამავს ღელვა.
წვეთები ბგერებს  აცეკვებს კარმენს,
  შანგლერობს ტალღა, ასველებს კაბებს,
 ლაღად ამღერებს მოტანილ შხეფებს
და მონაბერი  ფიქრებს აშხეფებს.
-მე არ მანაღვლებს ზღვაზე წვიმები,
გინდაც დასველდეს ჩემი ფიქრები,
ხვალ  გავფენ მზეზე, გაირუჯება,
   სულის სიმშვიდეს
მოვკრეფ ბღუჯებად.
 ჯუჯა ცოდვები  ღუზას აიხსნის,
ჯებირს გაცდენილ საკინძეს შეხსნის,
ნისლი ჩამოწვა,   იძინებს წვიმა...
სველი ფიქრები ხვალ თავს დაიხსნის...

მზემ აუკეცა წვიმას პაჟები,
მიყვარს შავ ზღვაზე ცხელი  დრაჟები,
პეიზაჟები,
 მირაჟები,
გარიჟრაჟები,
ქობულეთური 
 ვოიაჟები...

24.08.2022წ
ნინო როსტიაშვილი
neru ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი