შარშან (თბილისს)


შარშან…

...და ქარებს მოაქვთ ღამით ჭორები,
თბილისში შარშან მოსულა თოვლი,
მაშინ ეს ღამე ყოფილა მშვიდი,
დაუთოვია მთები, გორები.

გადავეშვები ფიქრის მორევში,
რა გითხრათ აბა რომელი ერთი,
თბილისთან უფრო ახლოა ღმერთი,
ოხ როგორ მიყვარს ქალაქი თოვლში.

მიმაჭენებენ მძაფრი ფიქრები…
შუა გზაშია მეტეხთან მტკვარი…
როგორ უხდება მთაწმინდას თოვლი…
როგორ უხდება თბილისს ფიფქები.

ჩამისახლდება ბავშვობის წლები,
არ დავიღლები დავივლი თბილისს,
ავივლი ნელა მე მამადავითს,
იქნებ ახალწელს მოვიდეს თოვლი.

თბილისის ძველი უბნებით ვტკბები,
მესალმებიან ჭადრის ხეები,
მტკვარს მოვუყვები მე დილით ჭორებს,
ქარის მოტანილს, უთოვლო ღამის.

ვიმეგობროთო ღამის თბილისმა,
ვიმეგობროთო მტკვარმა დილისამ,
უფრო მეტს ვითხოვ, რომ დავტკბე თქვენით,
გულში ჩაგიკრავთ, როგორც თილისმა!!!

...და მე ვმეგობრობ მტკვართან, თბილისთან,
ცოტაა ჩემთვის სიცოცხლე ერთი,
მეტეხთან უფრო ახლოა ღმერთი,
შენ დაიფარე ჩემი თილისმა!!!

21.12.2021წელი
ნინო როსტიაშვილი 
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი