სულო გამთელდი!
სულო გამთელდი! იყო დღეები გადასატანი, იყო ასატანიც და ბეჭით სატარიც. ვიდექ მარტო და უფლის იმედად, ველოდი აისებს, ველოდი დაისებს. მუხლი არ ჩავხარე, მაჯები დავღალე, გული არ გაჩერდა, სული არ დამძიმდა. ნაბიჯი გავმართე, წინ, წინ, მიიწევდა, მომავლის იმედით. ვინც გზაზე მხვდებოდა, რაც გზაზე მხვდებოდა... მე რა მებადა და: ღიმილი, ღიმილი... ყველას ვურიგებდი. ყველას ვურიგებდი სითბოს და სიყვარულს. არასდროს ვიტყოდი: მე რატომ? შენ რატომ? მას რატომ? თქვენ რატომ? სხვისიც მადარდებდა, სხვისიც მახარებდა, მჯეროდა, მწამდა და უფალიც არ მტოვებდა. ლუკმას არ ვჩიოდი იყო გასატეხი, მე სულს მივტიროდი სულს, სუუულს, გადატეხილს. 16.12.2006წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი