თბილისს


თბილისი ხომ…

თბილისი ხომ უკვე ბევრი წლისაა,
აქ ხოხობმა გაგვიკვალა გზებია…
თბილისი ხომ საქართველოს დედაა,
აქ ვარდები ზამთარშიც კი ყვავიან…

თბილისზე ხომ  ლექსის წერა ძნელია,
აქ შეცდომებს არ გპატიობს ბევრია…
თბილისმა ხომ გამოზარდა გენია,
აქ გენიას აკრიტიკებს მრევლია…

თბილისში ხომ ფოთლებიცა  მღერიან,
აქ ყვავებიც იადონი მგონია…
ბულბულები გალიაშიც მღერიან,
მე რა მჭირს რომ სმენა არ დამყოლია…

ძველ თბილისში სტუმრის ფასი იციან,
სტუმარი კი უმალ მასპინძელია…
თბილისში ხომ ტრადიცია ბევრია,
ტრადიციებს არ მისდევენ ძველია…

ძველ თბილისმა ქალის ფასი იცოდა,
აქ…მანდილი დარჩენილა მითებად.
თბილისში ხომ მეეზოვეც ბრძენია,
ყველა ქუჩა ჩაიბარა მზითევად.

13.12.2010წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი