გარდაუვალი მდგომარეობა


გარდაუვალი მდგომარეობა!

გარდაიცვალა სიკო და ნიკო,
გარდაიცვლება ბარბარე-ნინოც.

თუ მოვასწარი მე ზიარება,
სული ალბათ არ დაზიანდება.

ბედი როდესაც თიხას მარგუნებს,
თქვენ წაიკითხავთ ალბათ ფსალმუნებს.

ხორბლის მარცვლებში დამინთებთ კანდელს,
ღამეც რომ ალბათ ნათელსა ჰგავდეს.

მომიზომავენ მიწაში ორ მეტრს,
ცოტა ნაკლებს ან სულ ცოტათი მეტს.

დამიტირებენ სხვისი დედები,
ღამეს გამითევს სახლის კედლები.

ნუ დამიჭედებთ ლურსმნით სასახლეს,
ჩემი სული, რომ იქ არ დასახლდეს.

აქ სახაშლმე ქვაბი ბარბარებს,
იქ მიმიძღვება წმინდა ბარბარე.

იქნება ალბათ ორომტრიალი,
გთხოვთ დააპურეთ მგზავრი გვიანი.

სულ ორმოცი დღე, გთხოვ იმარხულო,
სულმა ზეცა, რომ მოინახულოს.

10.12.23წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი