რაც არის არის... გალას


"ცხოვრება არ ღირს  
                თუ არ იცინე"...
                  (გალაკტიონი)

რაც არი არი…
                გალას

გადავიკარგო უნდა შორით,
სადმე ზესკნელში…
ჩემთვის ისედაც აღარ მზეობს მზე
მარტის თვეში,
თვალს ავარიდებ
ამდენ ბოდვას, ურცხვად ქილიკებს,
ვეღარ მოვუსმენ, ამდენ ტეკადამსმენა ხვლიკებს!

ლოთი მეძახა...
ნახეთ?  ხელი არ ჩამომართვა...
თქვენც თვალს მარიდებთ,
მაინც ვერ მცნობთ,
უცხო ვარ -თქვა და...
...და რა აზრი აქვს, აქ თქვენს გვერდით,
ვიყო მე, გალა?!
ხოდა წავედი, გაგშორდებით!
აღარ მაქვს ძალა…

 განწირული ვარ... 
შეწირული დაღალულ  რტოსთვის...  
 შენთვისაც  არ ვარ?! 
შენც გამწირე მარტოობისთვის...?
იყოს რაც  არის,
როგორც გინდათ თუ როგორც რამე...
მაგრამ მრავალჯერ გაგახსენდებით, -მე... "მე და ღამე"...

ამ საუკუნის პოეტებმა უკვე გამრიყეს,
მე, გავფრინდები... მომავალი ვიცი მიმიღებს!
შხამს ავირიდებ...
დაგირიგებთ ცრემლის გვირილებს...
მწამს, თაობები დამადგამენ დაფნის გვირგვინებს!

17.11.2017წელი
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი