აქ თბილისისს ისევ ეფერებიან
აქ თბილისს ისევ ეფერებიან... მიყვარს თბილისის დღეცა და ღამეც, ყოველი კენჭი მიყვარს თბილისის, როგორ გავცვალო თეთრ ღამეებში, ბუმბერაზი მთის "მთაწმინდის მთვარე". მიყვარს თბილისის შემოღამება, მეტეხზე მდგარი გორგასალი და ლამპიონების მკრთალი ნათება, მტკვარზე რომ ტოვებს თავის ანარეკლს. მე ამ ქალაქის ღრუბელიც მიყვარს, ნისლებით მთვრალს, რომ ცრემლი სდის ღაწვზე, ვით ტოლიბაში ყანწს ისე დაცლის, გადმოაწვიმებს თბილისის თავზე. თბილისს რომ აწვიმს ის წვიმა მიყვარს, მინდა შევიგრძნო ღრუბლის სიმთვრალე, თავსხმა წვიმაში თავშალს მოვიხდი, მირონივით რომ მდიოდეს თავზე! მე, ამ ქუჩების მტვერიც კი მიყვარს, ფოთოლსაც ვეტრფი ქარის მოტანილს, ამხედრებული მუზა ზის თიქოს, მხედრის ჭენებით ყველა ფოთოლში. მე მეეზოვეც მიყვარს თბილისის, დილის საარზე არაგვთან, რომ გვის, გულმოსული და დოინჯ_შემოყრით: "ვგვიო და მაინც წერენ არაგვი"! მიყვარს თბილისის შემოთენება, ხეტიალში რომ ცა გათეთრდება, მტკვართან მომისწრებს ცისკრის ზარები, ამ სილამაზეს ვეზიარები. სიონის გავლით ვერცხლის ქუჩაზე, ოდნავ ნაღველი შემომაწვება, ვეღარ შეხვდებით აქ ყარაჩოხლებს, ჩოხები ღვინის ბოთლებს აცვიათ, ძველი თბილისის სავაჭრო დახლზე, ქამარ-ხანჯლებიც მუშტარს ელიან, ტურისტი უფრო ფასობს თბილისში, ძველი თბილისი ევროპულია... (ვერცხლის ქუჩაზე, ოქროს ბიჭები აღარ დადიან). მარცხნივ ავყვები მაჩაბლის ქუჩას, სადაც მგოსნების სულები სახლობს, ზოგი ეტრფოდა "თბილისის ჰავას" ზოგი ნატრობდა თბილისში "რონინს" . კრძალვით შევაღებ დამტვერილ კარებს, აქ განვიქარვებ თბილისის ნაღველს, აქ თბილისს ისევ ლექსებს უძღვნიან, აქ თბილისს ისევ ეფერებიან!!! 13.09.2022წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი