დგნ-დგნ...
დგნ-დგნ... ხუჭავ თვალებს და თიშავ ცდომილ ნერვს, ავისფერ ფიქრებს, შიმშილს უცხადებ, რომ უნებურად არ შემოგაკვდეს, მარჯნის ეშვიდან, ცეცხლის ალები. გველეშაპის წინ მარტო შემორჩი, ფიქრში დაკარგე საფიქრებელი, შორით უმზერ და აღარ განიცდი, ლიანდაგიდან გზას, რომ გადასცდი... ფიქრები როგორც მატარებელი, ხეებს ითვლიან შორით დარჩენილს. ქიმზე დგახარ და თავბრუ გეხვევა, მზე გადარჩენის, ბინდში ეხვევა... შიშველ ხეებში შენიშნე ბავშვი, მარჯნის ფერ ეშვზე, შერგჩა ღიმილი. ხუჭავ თვალებს და თიშავ, ცდომილ ნერვს, აღარ იღიმი... დგნ-დგნ, დგნ-დგნ, დგნ!!! 29.07.1999წ ნინო როსტიაშვილი neru ✍️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი