საგურამოს გზაზს
საგურამოს გზაზე თბილისს, რომ გავცდები კარიპჭედან, ჯვარი, მეგებება მაღალ მთიდან, ქარი, დაუბერავს სხვანაირი, ლოცვად, მონაბერი ჯვრის კალთიდან. როგორ მოიღუშა ეს ღრუბლები, ღმერთო, არ გაწვიმდეს გევედრები, მაინც, გამიწვიმდა, მცხეთის გზაზე, ცამ, ვერ შეიკავა, ზღვა ცრემლების. ცასაც, ჰყვარებია დედამიწა, ქუდად, ამიტომაც დაჰფარვია, წვიმა, დასატირად გაუხდია, სხივი, სადიდებლად უგზავნია. ფიქრში, გაილევა ეს აღმართი, წიწამურს, იყო დიდი ღალატი, გამოჩნდა კიდეც ტაძრის გუმბათი, თვალწინ მიდგება, ოხ... ის, ჯალათი. (აქ, მე, მუხლები მომეკვეთება) აქ, შევანელე სვლა, ლოცვა-გლოვით, წიწამურს როგორ ჩავუვლი ქროლვით, წარმომიდგება ღალატის კადრი, ყველა ქართველი მუხლზე დავარდით. (მამულს დენთის სუნი ასდენია) აქ, არ მოგვიკლეს მხოლოდ ილია, აქ, სიტყვას მართალს, ესროლეს ტყვია, აქ, მამულს ჩვენსას ესროლეს ტყვია, ენას ქართულს და სარწმუნოებას. პ.ს ცაო, იწვიმე და ჩამოგვრეცხე, ღალატით მოკლულის ბილიკები, ღმერთო თაობებს არ გაუწვიმდეს, წინაპართ დატოვილი ჭრილობები. 29.04.2022წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი