გლანდავთ


გლანდავთ…

-დღემდე ვატარებ ბებას  საყურეს
და ვეფერები
ვერცხლის თმის სამაგრს,
ძველი ალბომის გაცრეცილ ფურცელს,
გახუნებული ბაბუის ფოტოს.
(ვერ გადავიხდი ვიცი, მათ ამაგს).

-ქუჩაში მავალ მოხუცში გეძებთ,
ყველა მოხუცი მიყვარს და გლანდავთ,
მათ ჭაღარაში წლებად დათვლილში,
მათ მრავლის მეტყველ წმინდა თვალებში.

-მათი ნაკვთები,
ფერდაკარგული,
დუმილ ნასწავლი, რუხი ტუჩები,
ჭირ გამოვლილი მხრები მოხრილი,
-ყველა მათგანში ბებია სახლობს.
(და ამიტომაც, მათთან ვარ ახლოს)!

-ხელში ყავარჯნით, მოუსვენარი,
მტკივნეულ მუხლით, მიწის მთოხვნელი,
მათ ყავარჯენში -ბაბუა ცოცხლობს,
ომში წასული, შინ მოუსვლელი.

-ფერდაკარგული ბებას ბაგენი,
სულ მოდუდუნე შვილზე მლოცველი,
მომაგონდება ბებია, ჩემი,
დღესაც სკივრშია, შენი “გრებენი”…

17.02.2002წელი
ნინო როსტიაშვილი 
NERU

ნახატი:10წლის
ანუკი გოდერძიშვილის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი