მამას
მამას შენი გარდასვლით გარდავიდა სხვლაში ბავშვობა, აპრილის რვაში შემომაცვი ჟამ-ბედშავობა. მოვა აპრილი შემოახსნის კორდებს საკინძეს, გამოაღვიძებს რბილობებში დაფსკვნილ ჭრილობას. გადასკდებიან ყინულები მყინვარ წვერებზე და უშენობას შემახსენებს კანქვეშ ცივობა. ისე აშრევდა, ისე დაშრა სისხლი ძარღვებში, დამშრალ ვენებზე მარილიც კი მეამებოდა. გავა აპრილი, გაიყოლებს სიშორის ნაღველს, აკლდამის შორის სიჩუმეებს წვიმა დაარღვევს. მოვა აპრილი აფეთქდება გულში ტკივილი და აპრილიდან აპრილამდე სული იკივლებს. გზას გამიკვალავს იმიერში ჩონგურის ხმაც და... შეხვედრამდე მჭამს მოგონების გონ-გულის განცდა. შევხვდებით როცა... დაამდება გულიც, სხეულიც, დაივანებენ ტანჯვისაგან ტვინთა ხვეულნი. ვალმოხდილივით შევცურდები სულთა სასულეთს, ყოველ აპრილებს ან მაისებს ქრისტეს ვთხოვ სულ ერთს... ჩვენს ნაკვალევზე იბიბინოს მწვანედ ჯეჯილმა და არ დაუშვას ნარ-იონჯას გაჯეჯილება... 08.04.2024წ. ნინო როსტიაშვილი neru დავხვრეტდი... რატომ კვდებიან მამები დედებზე ახალგაზრდები?! მეც მაგ მახეში გავები, შენ, რომ მარილზე გახვედი, დამარილებულ ჭრილობას შავი სახვევით ვახვევდი, ვერა მშველოდა ექიმი და ვერც ვერცერთი მნახველი. შენ, რომ წახვედი, გავხევდი, სულ ნაკუწებად დავხევდი კალენდარს კედელზე, შენ, რომ ყოველდღე ფურცელს ახევდი, ხსოვნა, რომ დაერქვა, მე ობოლი და დედას კი ქვრივი. მზის სხივმა კარები ვერ გახვრიტა და... დაბნელდა მივხვდი, ვერ ხედავდი მე და დედა როგორ ვეყარეთ გვამები გვისამძიმრებდნენ რადგან, სხვა გვარები, სხვისი მამები, დავხვრეტდი: იმ დღეს, იმ წელს, იმ თვეს, იმ კალენდარს, რომ გახევდი... დავხევდი: იმ დღეს, იმ თვეს, იმ წელს... შენ რომ ცხედარი დაგერქვა მე ობოლი და დედას კი ქვრივი... 24.07.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი