ჭერამს...
ჭერამს... მარტი დარაბს დაკვირტული აღებს, კვარტლის ბოლოს შემოსკდება კვირტი. ყველა არღნის მელოდიას აშლის, ნუშისა და ალუბლების ტვისტი. მე დავხატავ აყვავებულ ჭერამს, ჯერ არავის დაუხატავს მჯერა. მაშინ როცა პირველობას არ თმობს, ყველას მაინც ალუბლები ათრობს. ზღვის ფერდობზე კვირტი სკდება ჭერამს, შემოისხავს თეთრწითელა პერანგს. ამინდები ჭრელჭრელ ჭუპრებს ჭედავს, ჭერმის ყვავილს ქარი ზღვაში ხედნავს. მაშინ როცა ყველა ეტრფის ნუშებს, მე ვახატავ ჭერმის ყვავილს შუშებს... მაშინ როცა წვიმა რეცხავს ქუჩებს, ჭერმის ჭუპრი ზღვას უკოცნის ტუჩებს. 15.03.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი