მეფიქრები


მეფიქრები...

 კვამლში ჩაფლული, ჩაძირული,
ვკლავ ფიქრს და თუთუნს.

ღამე ჯარებად რომ მეხვევა,
ვით დამდნარ თუნუქს...

დამდნარ ფერებში ნათელიც ჩანს,
ჩანაცრულ მიწურს...

შემოცრეცილა ძველი საგა, 
გული კი მიწუხს.

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ატარებს მუქ შუქს.

ძველ კაბასავით ვლამბავ წარსულს,
სიძველისა  მშურს.

მეფიქრები და ამ ფიქრებში,
ვაცოცხლებ წარსულს.

ვლანდავ სიშორის სიახლოვეს,
სიამაყე ქუხს.

ნეტავ შემეძლოს შემოგაფრცქვნა წლების წუხილი...

და  ნატკივარი დაგიბერტყო
ვით მწიფე ხილი.

სულის შებერვით გავაღვძო,
საღათას ძილი...

დღეს თვალხილული, რომ დადიან,
მიძინებული.

ჩაძირულია ბინდისფერში, ნახევრად ერი.

"როდის ეღირსოს გამოღვიძება"?!
ამ კითხვით ვრჩები...

15.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი