ფუტკარი


ფუტკარი...

ბაღი ვაშენე ბაღნარი,
შემოვიჩვიე ფუტკარი,
ყვავილთა შარბათი ვასვი,
ფიჭა აშენა ნექტარით.

ჩავზილე ფიჭა დავადნე,
ძაფი დავგრიხე მრავალი,
ჩამოვქენ ჩამოვაძერწე,
სანთელი სულის წამალი.

დავანთე, მიწა ვავედრე,
მრავალ ქარცეცხლში მავალი,
ჩამოიღვენთა ვიდრემდე,
ვლოცე ფუტკარი, სკა, სპარი.

ბედნიერი ხარ, -ფუტკარო!
სანთლით იხსნება ცისკარი,
შენით გვიჩვენა უფალმა,
მწერი ზოგ კაცზე მდიდარი!

02.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი