მოდიოდა, წმინდა ნინო!
მოდიოდა! წმინდა ნინო! გ ზა იყო ზოგჯერ მზიანი, ზოგჯერ ხოშკაკალ დღიანი. ვ ერ შეაშინა წვიმამან, ვერც დაგესლილმა ხვითოს ქვამ. ფ არად ღმერთი ჰყავს, ხმლად რწმენა, წმინდანად აღესრულების. ა სული ზაბილონისა, დედა სოსანა -წმინდანის. რ წმენით აღზრდილი ქალწული, რწმენით მოარღვევს ნარეკლებს. ა ვდარში, დარში, ბარდებში, მხოლოდ ორჯერა ისვენებს. ვ არდის ბარდები მხსნელად ჰყავს, ავქაჯი რას შეაშინებს. დ ედისა მარიამისა ლოცვა მოჰყვება ნუგეშად. ე დემის ბაღში* წამებას მხოლოდ ის ერთი გადურჩა. ს ანეტარო გზას შეუდგა, იქ ქრისტეს კვართი ელოდა. ნ ანატრ დღეთა აღზევებად, მოდიოდა ნინო, რწმენით. ი ქმდა საქმეს საკვირველსა, სულს კურნავდა უფლის ხელით. ნ ურვინ იტყვის სუსტიაო, ქალი უფლის მოყვარული. ო, რარიგად მწარე იყო გზები არმაზს მისაღწევი! წ მინდად კვეცილ ღერ-ნაწნავით, შეკრა ვაზის ლერწამები! მ აყვლოვანი გადალახა, დაეკაწრა ტერფკოჭები. ი ქმნა საქმე სასწაული, დაამარცხა კერპთა ხვედრი. ნ ეტარ არის, ნეტარ არის, ნინო კაბადოკიელი. დ ედაღვთისას კურთხეული მიწის მხსნელად მოვლენილი. ა რმაზიდანა ბოდბემდე ზიდა -მან ჯვარი საზიდი! ა თეთრებდა ზეცა მდელოს, შეიცვალა კალენდარი. მ ოიქარგა თოვლით ბოდბე, ცას შეუერთდა წმინდანი, ი ტვირთა და აღასრულა, დაგვიტოვა რწმენის ხიდი! ნ ურვინ იტყვის სუსტიაო ქალი გულით რწმენის მზიდი. ნეტარ არის, ნეტარ არის, ნინო კაბადოკიელი! 27.01.24წ. ნინო როსტიაშვილი neru ედემის ბაღი*-თრდატ, (ტირდატე) III — სომხეთის მეფის ბაღი, სადაც ქალწულთა წამებას მხოლოდ წმინდა ნინო გადაურჩა. ნინომ ვარდის ბუჩქებს შეაფარა თავი და ამის შემდეგ ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა "ულოპორეთში", შემდეგ გაემგზავრა ჯავახეთისკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი