დედა სოფიას


დედა სოფიას!

შენ დაიბადე, იმ პაწია სოფლის ბოლოში,
სადაც ოფლით და წმინდა ჯაფით, ხალხს უკვალია!

სადაც მთა ზეცას უერთდება, თოვლის ხვევს ბოლში,
სადაც აკვანი ურწევიათ, უთქვამთ ნანი-ნა.

სადაც ღრუბლებიც მეტყველებენ, მთები მღერიან,
სადაც სტუმარი წმინდაა და -მუდამ გელიან!

იქ, გიხაროდა ჭენება და მღერა,  -ო, დია!
იქ, ფეხშიშველი გირბენია ეზო, მგლოვიარს...

შენ დაიბადე საქართველოს ამაყ კუთხეში,
სადაც ჯიხვები ქარაფიდან გადმოგვძახიან!

სადაც ბალახი ყოველ დილით ნამიანია,
უფლის მირონი ეპკურება მიწას ოდიანს!

იქ სადაც, ხევის მდინარეში ცეკვავს კალმახი,
წითელ კოპლება, "ნაკრულაში" თვალით ნანახი.

იქ, ძველად თქმულა, "წმინდა გიორგს" დაუდგამს ფეხი
და ნაკრის მთებში "თამარ მეფის ნატერფალია".

ვერ მოერია სვანურ  კოშკებს  მტერი და მეხი,
აქ მახშვის სიტყვა, კანონია,  "თოფის ზარია"!

-და სიმამაცე ვაჟკაცური შენი, არც მიკვირს,
არც სისპეტაკე,     -კამკამაა, შენი, სოფია!

შენ ლოცულობდი სალოცავში წმინდა კვირიკეს
და ბედი სხვისი, ოქროს ტახტი არა გდომია!

შენ დაიბადე საქართველოს იმ სავანეში,
სადაც მიწიდან უკვდავების წყალი მოჩქეფავს.

-და არარსებობს, არა კვდება ხალხი სვანეთში!
აქ სიკვდილს მხოლოდ გარდაცვლილთა ფერი დაფერავს!

-და იცი?  შენც, რომ საუკუნოდ გარდაიცვალე,
სააქაოშიც ქარბუქისგან ბელტები იძრა!

დე, გამიმზადე მოსასვლელი ალაგი! როცა...
საჩემო მხოლოდ შენთანაა მსუბუქი მიწა!

21.01.21წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი