ნათლიღებას


ნათლისღება...
წმინდა სამების პირველი გაცხადება!
        "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, 
რომელ მე სათნო ვყავ"!

წმინდა წიგნები გვამცნობენ "ესე"...
იმ დღისით თურმე წყალი გაჩერდა.
სულ ერთი წამით გაჩერდა, მერე...
ნათელი ღრუბლებს ათასფრად ჩეხდა...

ციდან საუფლო მტრედი მოფრინდა,
 განცხადდა წმინდა სამება  ზე -როს,
ქვე -წყალი, კაცნი, წამს გაირინდა...
ნათელ ეფინა წყალს და სამყაროს...

ისმა ციდან ხმა მამა ღმერთისა,
ხალხი ამბორით მიწას ემთხვია
 და წყალმა აღმა იწყო დინება,
ზე გადმოვიდა უფლის კურთხევა...

აკურთხა წყალი, იდგა ნათელი,
იმ წამს შეერთდა ცა და ხმელეთი...
და იოანე,  ნათლისმცემელი,
იორდანეში ქრისტეს ნათლავდა!

წმინდა წიგნები გვამცნობენ  "ესე"...
"სასწაულებრივ, საიდუმლო არს,
 ძისა, უფლისა -ღვთისმეტყველება...
შობა,*  აღდგომა* და ნათლისღება!*

19.01.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შობა-ღვთისმეტყველება.
აღდგომა-სასწაული.
ნათლისღება-საიდუმლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი