მიქელანჯელოს Pieta
მიქელანჯელოს - "Pieta" - იტალიის თვალუწვდენელ მოლზე, სავსე არის დახლი ძვირფას ქვებით. ანდამატივით იზიდავს მომსვლელს, თვალსა სჭრის და მყიდველს ჯიბეს უფხეკს. დახლიდარი უკანასკნელ რიგში, იმალება, "მახინჯ ქვებში" ხვნეშით... მოვაჭრენი გვერდს უვლიან ქვა-ხინჯს, მხოლოდ სუფთა მარმარილო სურდათ. როგორც იქნა თორმეტი წლის "მახინჯს", გამოუჩნდა კაცი მომკითხველი. არც მეტი და არც ნაკლები -ვფიცავ! თავად სვიმონ ლოდოვიკო იყო! მოიჩხრიკა ჯიბეები, მაგრამ არ ჰქონია დარჩენილი გროშიც. -სწორედ ისე, როგორც უთქვამს ნოქარს, ჯერ მკითხველი არ ჰყოლია ამ ქვას, არც კაცი და არცა დედაკაცი. შენ რა ქარმა მოგიყვანა ამქარს? მიჩუქნია ეს "მახინჯი" ლოდი, შენი იყოს მიჩუქნია ფეშქაშ! -არ სცოდნიათ ამ ქვის ფასი მგონი, იმ დროინდე ნოქრებსა და ვაჭართ. როდინს მაინც გამოჭრიდნენ ალბათ, თუ ქმნილებას ვერ შექმნიდნენ ახალს. ერთი წელი წვიმაში და ქარში, ქვის სათლელი კაკუნობდა "მარშით"... იკვეთება ნაკვეთები მკვეთრი და შეიქმნა ქვით შედევრი ღმერთის! ქვის ნოქარი მოიწვია სახლში, ხილვა იყო? სასწაული ეთქმის... თავად თვალს არ უჯერებდა ნოქარი, რა იხილა "ქრისტეს მიერ დატირება", ოსტატის. -არ მჯერაო, არა...! ეს განაო? "მახინჯქვაო"... ქვაო ტოსკანაო?! მომკალი და არ მჯერაო, არა...! ბუონაროტ- -მიქელანჯელ(ა)ო! ეს ის ქვაა?! შენ შექმენი -Pieta! მჯერა! მჯერა! "ბრავისიმო ელიტა*"! რენესანსის აღმავლობის ერა! "დედის მიერ ქრისტეს დატირება" , წმინდა პეტრეს ტაძარშია -Pieta! 08.05.24წ. ნინო როსტიაშვილი neru * ბრავისიმო ელიტა*-შედევრია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი