-ო, N, Ns!


-ო, "N, Ns"!

-არ გაპატიებენ, 
ღიმილს...
თვალს აგარიდებენ
გაგივლებენ ტირეს.
წამწამს შეგამჩნევენ,
თავად არ იმჩნევენ
 დირეს...
ვერ აირიდებ,
მაინც ერიდე...
-თუ დაგინახეს  
  გაღიმებული,
ზურგს უკან მონაჭორით 
ჭორს გაგიღვივებენ,
 ღიღინ'ღიღინით 
ჩააგვირისტებენ,
ისტები, ვისტები, რისტები...
მღეროდეთ, გემღერებოდეთ,
გალობდეთ
ესმოდეს კბოდეთს,
დაცლილ ოდებს,
ცაში უფალს,
წყალობდეთ ობლებს,
ნუ გოდებთ
თუ გწამთ! 
ან გწამდათ ოდეს?!
ღმერთმა ინებოს,
სულ ვიცინოთ,
 მეცინებოდეს...
თქვენ
"ხოჩა ნებოზ*"!
"ხოჩა ლადეღ*"!
კარგი დღე გადგეთ!
  -არ გაპატიებენ!
თუ მოგერღვა არშია
თუ სიმინდი ღერღვაშია,
ღელვა შუა ზღვაშია...
საქმე იცი რაშია?
თესვაში და ხვნაშია!
-ჩია, ჩია, ხომ არ გშია,
ან ფია და ან ჩიჩია?
მეტიც არის ზედმეტიც,
ერთი, ორი...
თერთმეტი,
შენ გამოხვალ ჩერჩეტი...
მიდი, შენ იხუჭები!
-იხილები და მოდიხარ,
ხრეშით -თვალების გუგებში,
იჭერ, ჭყლეტ ჭუპრებს 
ჭუჭყით დანაპურებს...
-არ გაპატიებენ!
ურჩები,
შენებით-ჩემებით
თუ რჩები...
-დაგაწყდება "სტრუნები",
თუ გაიტრუნები,
მწუხარების რომანსებით აგავსებენ,
 (სუ, სუ)
სუსებით!
მიმიქარავს რუსები...
მოგაყრიან თვალში ნაცარს,
მოგაწევენ ქოქოლას,
ჭორი მოგორავს,
 აღწევს ოლოლას,
მერე მოგიქონავს...
წევს ცერს,
ო, როგორ არ,
გაწვდის ირიბად,  ან...
  -გულზე დარდი თუ გაწევს
არც ენაღვლება ამასაც...
ხან  აწევს
ხან დაწევს თამასას...
გასმევს სამსალას!
გაგრიყავენ,
რიყის ქვასავით
მდინარეში აცეკვებენ 
სალსას,
სალ ქვას...
-ვინც რა უნდა თქვას,
არაფერს აქვს ძალა
თუ...
თუ გწამს!
...და მე მწამს!
"ჩვენთან არს ღმერთი"!
ერთია სიმართლე და ათასი ჭორი...
ერთია ნიორი და კბილი
ოცდაორი ...
"კბილი კბილის წილ"...?
არა!
 არ გახადო! 
ჩააცვი წინდა, შენ დარჩი წმინდა 
მის წინ და...
"გიყვარდეს მტერი შენი"!
ნუ გამოუტან წირვას
ვინც წინ დგას...
-მათ შორის იქნება ვინმე არა მრუში
ან პირიქით,
პირქუში,
ამ ყველაფერს არ ჩააგდებს აინურში...
-მაგრამ ის,
ის ვინც... 
ვინც შეუშვებს ყურში,
არ ჩარაზავს გულში,
არც თქმას უშლის,
მოერევა ძილქუში,
ის გახდება პირმრუში!
-მე კი მწამს!
მწამს!
წარსული გახდება
გუშინ, გუშინწინ!
აწმყო-მომავალი-წარსული 
ივლიან  ორსული... 
და შობენ ახალ შოპენს...
-ო, "N, Open up! stand up, go up! 
Go N, go Ns* ! "

04.04.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru
ხოჩა ლადეღ*-კარგი დღე.
ხიჩა ნებოზ*-კარგი ღამე.
*N, Open up! stand up, go up! !  -ენ, გააღე მაღლა!
ადექი, წადი მაღლა,-(აქ შორს). 
-Go N, go Ns ! - 
წადი ენ, წადით ენებო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი