მომეცი ძალა!


მომეცი ძალა!

დღეს უჭირს ქალაქს,
მე ვხევ ხალათს
მდუმარების...
ვწერ ბარათს,
 -არა ჯალათს!
მე ვდუმდი გუშინ, 
დიდ ხუთშაბათს
ვისმენდი ამბავს...
ვცოდავდი ალბათ?!
მე ვდუმვარ დღეს
წითელ პარასკევს,
ვუკრავდი კვერს,
ვღებავდი კვერცხს და
მივირთმევდი ხატიპურის კვერს,
სული კი კვნესს...
ვდუმდი...
დიდ ოთხშაბათს,
ვსვამდი შარბათს
წარმართი გავმართე,
ცეცხლიც კი დავანთე.
ვდუმდი და
მკლავდა 
ეს დუმილიც
არ ვიცი
ოქროა თუ ვერცხილი...
რომელსაც ვერაფერში ვერ ვცვლი...
გულს მიღრღნის
და მკერდზე ვიხლი,
მჯიღს,
გაფიქრებაც კი მღლის,
თუ ფერს არ ვიცვლი
დავრჩები ლუციფერი...
არა და არა!
ცა მინდა ცისფერი!
მზე წითელი!
მიწაზე მხსნელი!
გელი! 
გელი!
ხანდახან დუმილია ვერცხლი!
რომელიც დაბნეულა მზეზე...
მაშინებს
დუმილი ჩემი,
შეუცნობ გზებზე... 
არ ემსგავსოს ისკარიოტელს,
გასაღვივებლად სამყოფია "ისკრა იოტე"...
დუმილი ჩემი საშინლად ყმუის
და ვუსმენ დუმილს,
 მიწამლავს ყურს, ყრუს...
არადა მიჭირს!
ძალიან მიმძიმს!
დღეს არა!
დღეს არა!
ვხავივარ კმარა...
დღეს ვერ დავარღვევ დუმილს!
ვბუტბუტებ მხოლოდ,
"მამაო ჩვენო"...
იხსენი ერი!
რომელიც გელის!
დღეს მხოლოდ ვდუმვარ,
დღეს მხოლოდ ვტირი...
ჩემი ცოდვების გამოსასყიდად...
ირგვლივ რამდენი ყასიდია
სიტყვაც და ცრემლიც,
ცრემლსაც ჰყიდიან,
ტეხენ ფიცსაც ფეხზეც ჰკიდიათ...
მაგრამ ამ კვირას ყველა შენ გელით!
კრავიც და მგელიც...
ავი ზმანება იყო ალბათ,
ან იქნება მგონი...
არა! არა!
არ იქნება ომი!
დღეს ყველას სახლში გადმოდის ცომი
და ყველას სახლში ქვასანაყში ნაყავენ ენდროს...
წვეთ-წვეთ რომ შეინახა ჯვარცმულის სისხლი 
ერთ დროს... 
და კვერცხებს ვღებავ
იმ ენდროთი...
მადლი რომ ერგო!
დღეს არა ოღონდ,
დღეს ვერ დავარღვევ დუმილს!
ხვალ,
ხვალისთვის იყოს ან სულაც ზეგ,
ზეგ იყოს,
ზეგ დავამარცხებ
ჭეშმარიტად,
ურწმუნო თომას!
გადაივლის გლოვა,
აღდგომა რომ მოვა,
აღდგომა მოვა!
ჭეშმარიტად მოვა!

03.05.24წ.
ნინო როსტიაშვილი 
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი