უფალო შემინდე... "ვია დოლოროსა"
უფალო შემინდე... (ვია დოლოროსა) ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რად არ მანიშნებ მეგობარს მზაკვრალს, არა და... როგორ გადამავიწყდა, თვით მეგობარმა ამბორით გაგცა. ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რატომ დაუშვი ჩემი დაცემა, არა და... როგორ გადამავიწყდა, გოლგოთის გზაზე სამჯერ გაცემა. ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რად არ მარიდე ეკლიან გზასა, არა და... როგორ გადამავიწყდა, აღდგომამდეა .... "ვია დოლოროსა". ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რად არ შემოსე ყველა შიშველი, არა და... როგორ გადამავიწყდა, შემოგაფლითეთ ჩვენ სამოსელი. ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რად არ აპურე ყველა მშიერი, არა და... როგორ გადამავიწყდა, წყალი გვთხოვე და ძმარი გაპკურეთ. ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, რატომ გამრავლდნენ ავაზაკები, არა და... როგორ გადამავიწყდა, ბარაბაში ხომ თავად გაგცვალეთ. ღმერთო... რამდენჯერ გისაყვედურე, დედა არ უნდა სტიროდეს აკვანს, არა და... როგორ გადამავიწყდა, თვით მარიამი სტიროდა თვის ყრმას... უფალო, შემინდე! უფალო, შემიწყალე! უფალო, შეგვიწყალენ! 22.04.2022წელი ნინო როსტიაშვილი NERU
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი