ერთი ხარ!
ერთი ხარ! ჩემო მამულო, სამშობლო ჩემო! შენ ერთი ხარ, უკიდეგანო! მე ერთერთი ვარ მილიონში ვინც ვერა... ვერ შეუმშრალა ირემს ცრემლი, ვარ ავად... ვერ შევეშველე ხარს სახნავში, ხარ ცალად... ამ ტკივილებით დაბელტილი, ვარ თავად... და არ მასვენებს საფიქრალი ერთთავად... ენა, მამული, მამა ღმერთი, რომ ყიდო... ის, ერთადერთი და საჩინო, არ ინდო... ამაზე ძვიფასს რას იყიდი?! ხო კიდო... ხომ არ გგონიათ ცას ეკიდოთ, ან ისტორიას ოქროს ასოთი -ჩამოეკიდოთ...?! ჩემო მამულო, სამშობლო ჩემო! შენ ერთი ხარ უკიდეგანო! მე კუმპალი ვარ დასეტყვილი, ამაოდ... შენი ვაზის ერთი მტევნიდან, უწამლოდ... მაგ ნატკენ გულზე ლექსით მაინც გიწამლო... წამლად თუ ვერა, მტრად არასდროს გეკიდო... მოგეფერო, ცრემლი გარიდო, ან ვზიდო... ზურგით თუ ვერა, ლოცვით მაინც გადიდო... ჩატეხილ ხიდზე, კალმით მაინც -შემოგეხიდო! ჩემო მამულო, სამშობლო ჩემო! შენ ერთი ხარ, უკიდეგანო! 01.05.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი