შენი გზით...
შენი გზით... ღმერთო შენს გზას მოვყვები და არ მჩვევია ღალატი, არასოდეს ვუპასუხებ მოღალატეს ღალატით. სიყვარულით დავამარცხებ მე ამ გზაზე დემონებს, მხოლოდ შენით, მხოლოდ რწმენით ვუმკლავდები ცივ ომებს! ვინც არ მიცნობს ვერც გამიგებს, იქნებ გიჟად ჩამთვალონ, ან იქნება გულის გულში რწმენა ცოდვად მითვალონ. მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით, მიყვარს ადამიანი! არასოდეს არავისთვის განმიზრახავს ზიანი! ძალა მომეც უგუნურთან ვიყო თავაზიანი! არ დავკარგო ადამ-ევის სახე შუბლძარღვიანი! შენი რწმენით, შენი გზებით განვლო წამის სადარი! ღმერთო! შენი მიტევების, მე გამხადე ზიარი! p.s. ჩემი ჯვრით გამალევინე გოლგოთა ცხელქვიშიანი, უპურ-ღვინოდაც რომ გავხდე ცხონების თანაზიარი! 30.04.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი