შემინდე და მომიტევე


შემინდე და მომიტევე

ბზობის დღიდან აღდგომამდე
მხოლოდ ერთი კვირა
 რჩება,
მე ცოდვილი, უმარხული,
მოსვლას ვბედავ შენს
 კარებთან.
შემინდე და მომიტევე
ქორი მუცლის
 აღორება,
-მარხვა მარტო ჭამა არის?
-არა!
 სულის განმტკიცება!
ჩემი რწმენა მტკიცე არის,
ვერცხლზე თვალი არა
 მრჩება,
ჩემი სული მტკიცე არის,
სხვისი არც რა
 შემშურდება.
აღსარებას შენ ერთს 
გეტყვი,
შენთან საუბარსა 
ვბედავ,
მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია,
ჩემი ცოდვის
 მიტევება.
დიდ ხუთშაბათს ტერფს
 გიკოცნი,
ცრემლად დავიღვრები
 ჯვარცმას.
კვირას ლოდს გადავაგორებ,
აღდგომით შემოაღებ 
კარს!!!
ორშაბათს, როგორც ინათებს,
არ დავივიწყებ 
პირობას,
წითელ კვერცხებს
 გავაგორებ,
უპატრონო საფლავებთან.

პ.ს
სამყაროში პატარა ვარ,
მაგრამ დიდი სევდა დამაქვს,
მაპატიე, 
ღმერთო, ჩემო...
უცნაური, ჩემი რწმენა...

17.04.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი