გათენდება!
გათენდება! ძალიან ბნელა, ჩემს საყდარში ბნელა ძალიან... ჭიანჭველები დასევიან ტანს საღამურად, მცოცავი გესლით მოცოცავენ ნელა მოდიან... ქუჩებში ტურა "ურას" დაჰყეფს, ყრუდ კნავის მურა... ტურების ყმუილს გადავიტან ვითარც მტვერიანს, მურას კნავილი ვერ ჩამესმის ყურს საამურად, თაფლიკვერებით გამოკვებილს ხმა რად შესცვლია?! ტურა ტურაა, მაგრამ ძმის ხმა ძმურად არ ქუხდა... მართლა ბნელა თუ სასთუმალზე ბანგი მწვევია? ობობას ქსელით დაქსელილა სამოთხის სურა... გათენდება და გამთელდება ჰანგი "დელია"! სიზმარია და გათენდება! (გათენდება)! რაც ასე მსურდა! 17.04.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი