აფხაზეთო


აფხაზეთო

"დარაბებს მიღმა გაზაფხულია",
ედუდუნება მიწას სოხუმი.
ჩემს სულში ისევ ყივის ზამთარი,
როგორც ბნელ ტყეში, შავი აფთარი.

ამომაცალეს ბოლო სისხლძარღვი,
შემომასხლიპეს ბებერი ტოტი,
შეწირული ვარ ვით კოჭლი ძაღლი,
ედუდუნება შავზღვას სოხუმი.

გუგული კვერცხს დებს ბუდეში, გნოლის,
როგორ  აყვავდნენ მაგნოლიები?
როგორ ვიხარო ჩემო ენგურო,
უსაქართველო საქართველოში?!...

27.02.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი