You don't star
You don't star... ვემშვიდობები ღამის ლანდებს ძილის იარაღს, მრავალშობილი მზის სხივი კი მთვარესთან წვება, ქუჩებში ისევ გამოფენენ ცისფერ ბაირაღს, შავი კატა კი ჩემს ფლოსტებთან რიჟად ბერდება. თენდება ისე როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ, ვიღაც კი ისევ სკამს დაათრევს კაწრავს იატაკს... ვისმენ ძველ არაკს... კატა ძველი ჩექმის ლანჩს წიწკნის... მეზობლის ბავშვი ბოლო ხმაზე მღერს... -"You don't staar"-ს... პირდაღებული ნიანგივით ნაშიმშილარი მთვარე ბებერ მზეს გადაყლაპავს გაიბადრება, ღამდება ისე როგორც შარშან, როგორც შარშანწინ... შეჰერიზადა ათასმეორე ზღაპარს გვიყვება... 17.04.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი