წერილი ძმას


წერილი ძმას
         დაბადების დღეზე
      (რ.დავით.10.04.1966წ).

მიყვარს აპრილი და  რიცხვი ათი,
ამოკემსილი წარუშლელ ძალად.
შენით ვარ დათი    ძლიერი ახლა
და არ მიმტყუნო სანამდის დავალ!
ბედმა გარგუნა ორი ძმის ნაცვლად,
შენ ერთს გეზიდა და-ძმობა ვალად!
თვალს გადავავლებ გარდასულ დღეებს,
თვალწინ გაირბენს დღეთა ზმანება,
ყველაზე ძლიერ მომნატრებია:
"პოლის ტილოთი" გასეირნება.
თქვენი ხელით, რომ მაჭმევდით ფაფას,
ჩემს სიყვარულში, რომ გქონდათ დავა.
ნეტავი ვიყოთ ისევ ბავშვები,
გაპატიებდი ისევ გაძრომას 
კარების ნაცვლად დარაბებიდან,
რომ არ მეტირა, -"დათისთან მინდა"...
შენს გარდა ამას სხვას ვერ  ავუხსნი....
შენა გწერ ძმაო, ამ ბოდვებს ახლა,
შენ დამრჩი ორის მაგივრად, შენს დას.
შეეშვი ძმაო, მაგ ჭიქა-არაყს
და ნუ მიმატებ, დარდებით სავალს.
 სანამდის ვცოცხლობ, არ მიღალატო,
ვერ გადავიტან უშენოდ ყოფნას.
დღეს ისევ დადგა აპრილის ათი,
იასამნები აყვავდა დათი!
მე და შენ დავრჩით დღევანდელ დღისთვის,
ნუგეშად დავრჩით ერთმანეთისთვის... 
 p.s.
რომ არ ვემსგავსო დაფშვნილ რიყის ქვას,
თავს გაუფრთხილდი, მე გადებ ვალად!
მიყვარხარ ძმაო ათასჯერ მითქვამს,
ამ გრძნობით მჯერა ნემსის ყუნწს გავალთ.!

10.04.24წელი
ნინო როსტიაშვილი 
NERU ✍️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი