დაკარგულები


დაკარგულები...

სანამ წარსულთან აწმყო დაობდა ,
დაობლებული  დაობდა კერა,
მომავლის ქარი დიოდა სხვენში,
მიწა ტორტმანით ფესვებს გვაცლიდა.

რევანშს უწყობდნენ მზეს მზეობაში,
შეპყრობილები წარსულ დავაში
და საუკუნის ამ ღრეობაში,
იკარგებოდნენ ცეცხლის ლავაში...

04.04.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი