შენც დამტოვე
შენც დამტოვე... (მამიდას. ლამარა როსტიაშვილ-გაბროშვილს) წუხელ ძლიერ გაწვიმდა ბოლო ძაფი გაწყვიტა. აღარა მყავს მამიდა მამას ხელი ჩაჰკიდა. მამისა და ბებიის გულზე სევდა მეკიდა. ახლა ზეცას გაუყვა წვიმის გზებით მამიდაც. როცა ყელში გკოცნიდი სევდა მინელდებოდა. მამის სუნი დაგქონდა მამა მიცოცხლდებოდა. ახლა ვისთან ვიჩივლო ვინ მომიყვეს არაკებს. ძე, გვის თუ აღარა გვის ძეგვის შუკებს-ალაგებს... წუხელ გული ამტკივდა გამახსენდა ხის ოდა... წვიმამ ქუჩა ჩარეცხა ფიქრი სადაც დარბოდა. წუხელ ძლიერ გაწვიმდა წვიმა ოდას რეცხავდა, გაიყოლა მამიდამ სურნელება მამის თან... 24.03.24წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი