დატირება
დატირება... ვალიკო - მიმინო კაკაურიძის რომანის მიხედვით. (ვარდენ-მელიტონიჩ კაკაურიძის ხსოვნას) კიაფობს სხივი ოქტომბრის სხვენში, წნულ-გოდრებს ათბობს, ეძახის რთველში. რა იცის მზემ, რომ სატირალშია სხვენის გოდრების მკურთხველი მრევლი. ქარიც ჩიოდა წელს უშენობას, ვაზის ფესვებში მხრებ მობუზული. გადადიოდა ობლად სხვა ხევში, უსტვენდა ჩუმად ხმა მოგუდული. ცოლიკოურის ცრემლების ნაჟურს და უყურძნობას წუხს საწნახელი. უჭირნახულო ჭურებსაც უჭირთ, გელოდებოდნენ თავ მოუხდელი. უშენოდ როგორ ავაჭრიალო, მარნის კარები ვერ ჭირნახული. დაობლდა ოდა, დასკდა ორშიმო და უღვინობას წუხს წელს ჭურები. ქარი და წვიმა ჩუმად დიოდა, ვაზს აღარ ყავდა კაცი მკრეფავი. ყორნისთვის ყრია ყანა და ზვრები... ალიონს შერჩა ძაღლი მყეფავი. ჩამიჩს მიკორტნის ჩიტი ჩიორა, ჩიოდა ვაზი გაუკრეფავი. 24.02.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი