საწყისი სასრული...


საწყისი სასრული...

შორს სადღაც ცეცხლია
იწვიან ფიქრები.

გონს კარგავს ხვეული
ტვინს შემოხვეული.

ხაზები სწორია
ყოველ სანტიმეტრში.

გული ძგერს ურიტმოდ
დარჩენილ წამებში.

 თვალებში ჩამდგარა
სიკვდილის აჩრდილი.

დღეს მოვა, ხვალ მოვა
ან რამდენ არდილში?

ჩასაფრდა, ვინ იცის
ბალახის მთიბავი...

ფიქრი და გონი კი
გამხდარა მჩხიბავი.

ვინი იცის, ვინ იცის,
ამბავი ფაგების*...

ბადებს თუ ივსება
ხის სარკოფაგები...

ვინ დედიშობილა
ან კი ვერ შობილი...

ვინ შვილად ყოფილი
დედად ვერ მყოფელი...

ვერ გვეტყვის ალბათ
ვერცერთი მისანი.

გულს სხვისიც აწუხებს,
აწუხებს მისანიც.

 სწორია ხაზები
 არ არის რიტმანი...

ვერ ზიდა ყველასი
საზიდი ღმერთმანი!

შორს სადღაც ქარია,
მიქრიან ფიქრები...

დროზე თუ უდრიოდ
ერთ დროს მეც გავქრები...

საწყისი სასრულით
ერთმანეთს ვედრები...

იყო და არ იყო 
დგებიან გვერდგვერდით...

რაღაც ხომ დარჩება
ხვალ თუ არ ვიქნები...

24.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
ბერძ. ფაგები*-მშთანმთქმელი. თავის მხრივ, შეიძლება ცუდი-მავნე ბაქტერია შთანთქოს და ახალი კეთილი ბაქტერია აღმოცენდეს მის ადგილზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი