თბილისი XX-XXl


თბილისი XX-XXl

-სუ!
"ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი",
ასე იწყებოდა ყოველ დღე თბილისში.
ჩემს სახლში, შენს სახლში და ალბათ სოფლებშიც.
მოამბე, "ვრემია"  მიდი და მიამბე,
-გეგმა შევასრულეთ! ვცხოვრობდით ამ "ბლეფში".
ვინ იყო  ორთავა სიმართლის  მეამბნე...
ეამბნა მომდგარი უკბილოდ ენაზე...
 უკან მორჩებოდათ უთუოდ ციმბირი,
თუ წაიჩერჩეტებდნენ 
ე, მანდ ელანძე...
იმას ჯობს,
 დღეს როა საშური  "სვობოდა"...
ერთერთი,
 პირდაპირ გვაგინებს ეთერში...
ოღონდაც არ მითხრათ ამისთვის იბრძობდა, 
თავისუფლებისთვის მებრძოლი ზვიადი!
არც ვაზვიადებ და ძვირად არ დაგვიჯდეს, პლეხანოვს თარეში უცხო ტომელების...
სხო ჯიშის-ჯილაგის გადამთიელების.
არ მითხრათ ახლა სხვა მიეთ-მოეთები, 
-ვიცი რას ვამბობ რას მივედმოვედები.
-სუ...
ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი,
(ტელევიზიები, ტელევიზიებში)...
"რუსთავზე" ვინგრევით,
"იმედზე" ვშენდებით!
(ან პირიქით)
ხან ვვიწროვდებით და ხან როგორ ვიზრდებით.
შეშფოთდა, შეწუხდა, -გულით ვიზიარებთ...
(რა გინდა რას ერჩი? იზრდება გრანტები).
დარიგდა სამი თვით უვადო ვიზები.
დაცალეს  სასწრაფოდ სოფლები,  ბინები...
ტირიან უსხლავად სასხლავი ვაზები...
მოცოცავს, მოცოცავს წინ მართულხლართები...
და მაინც ვიცოდე ჩვენ ვის ვეხლართებით...?!

22.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი