ვალდებული ხარ!
ვალდებული ხარ! სამშობლო განა გვირილა არის, კენტად გძულდეს და ლუწად გიყვარდეს, სამშობლო ისე უნდა გტკიოდეს, მისით სუნთქავდე კუბოს კარამდე! სამშობლო განა ბატონებია, რომ სახადივით გადაიხადო, ვალდებული ხარ ისე გიყვარდეს, მისი შემცვლელი სხვაგან ვერ ნახო! სამშობლო ისე უნდა გიყვარდეს, უცხო მიწაზე სუნთქვა გეკვროდეს, წყურვილს ვერ უნდა იკლავდე ვერსად, გინდაც დედოფლის ფლობდე სამფლობელს. 17.02.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი