დაგვინდე
დაგვინდე... რად ბობოქრობ მიწავ, რა დავაშავეთ, რად არჩიე ნათელს ბნელი, სიშავე?! თუ ვაშავეთ, გადვიხვეწეთ შორ-შორეთს, ჩვენს მონაგარს მაინც ნუ გაგვაშორებ! წელი ისე ვერ გავლიეთ ტრამალეთს, ზვავს და მეწყერს ვერა ვერ დავემალეთ! უწინ დედა დატოვებდეს სახლს, ყორეს, ვერ გაუძლებს გული შვილის სიშორეს... რად ბობოქრობ მიწავ, რა დავაშავეთ, რადა ტოვებ ყველგან კვალსა შავ-შავეთს...?! 08.04.24.წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი