სიმღერაა მთელი ჩემი ქონება


"სიმღერაა მთელი ჩემი ქონება"
      (ვაჟა აზარაშვილს)

მიდიან დღეები, რუხები, მძაფრები,
წყდებიან ვარსკვლავთა სიცოცხლის ძაფები.
ტოვებენ სიმღერას, "თბილისზე", "მეტეხზე", 
 "დღეები მიდიან",
რჩებიან ჰანგები.

 "პატარა გოგო", 
მრავალჯერ ნამღერი, 
კვლავ გადავამღერებთ, "ისევ წვიმს, ისევ წვიმს"...
"დინამო, დინამო"
გამოდით ბიჭებო! 
იტირეთ კვირტებო, იტირეთ გირჩებო!

ეშვება ფარდა და იღება ცის კარი,
 ყოველთვის გაგათბობს ცხრა თვალა მზის თაღი,
"მზე შენი მეგობარი" მოგყვება
თან ტირის,
სული დაივანებს ცათა ათინათინს.

 "სიმღერაა მთელი ჩემი (შენი) ქონება" და
სიმღერაა  შენი სულის ცხონება.
მიდიან და სიმღერით ბრუნდებიან,
სიმღერები დროში არ ხუნდებიან!

08.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი