ბაბუაწვერას ვედრება


ბაბუაწვერას ვედრება

სულს ნუ მიბერავთ გაზაფხულს,
მყოფნის ქარი რომ მიავებს,
უბირად ნუ მანიავებთ,
ნუღარ მიმატებთ იარებს.

თუ მაცდით ველად ლხენასა,
ზაფხულში ვიმშობიარებ,
თესლს გავუგზავნი მიწასა,
 მინდორსაც გადავაყვითლებთ.

გაზაფხულს ქურქს რომ გავიხდი,
ზაფხულში გავამზიანებ,
შემოდგომაზე დამკრიფეთ,
ზამთარში, გიწამლიანებთ.

10.05.2018წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი