ხელები შორს!
ხელები შორს!!! ხელები შორს! ხელები შორს! ნუ გაიყოფით ორად და შურს ნუ გადააყოლებთ სამშობლოს გულს, უღელს და სულს! ცა მიწად ქუხს! ნუ დაემსგავსებით კრავებს და ბრბოს! აკმარეთ სამშობლოს სისხლი და მოვიდა დრო ვიყუროთ შორს! აკმარეთ აპრილი! აკმარეთ მაისი! იდექით ერთად და მხარი მხარს მიჯრილი, გულით გულ გამთბარი, ერიც და ბერიც ერთობის ამქარით, ამ ქარით იმ დარით მშვიდობის მზე-ქარით, მუმლი მოგვაშორეთ! ტკივილი გვაშორეთ! მატლი ჩვენგან შორს! მიწა გრგვინავს და ცა დარდით ქუხს! ნუ მესვრით! ნუ ესვრით! ნუ გვესვრით! ტალახს და ჭუჭყს! სამშობლო წუხს! ყლორტებს ნუ გვასხლიპავთ, კოკრებს ნუ გვალეწავთ, ნუ ლეწავთ სხვის კალოს... არამად შეგერგოთ ის ალო! ხვალ და ზეგ ფესვები გახმება უყლორტოდ... ჩვენ წავალთ! თქვენ წახვალთ! სხვა მოვა ხვალ, დაგვადებს ვალს! წაგვართმევს მთასა და წაგვართმევს ბარს! ნუ გადაგვაყოლებთ "კრესლოს" და სკამს! ხელები შორს! ხელები შორს! ქალაქი დუღს! სამშობლო წუხს! საკუთარ მიწას ხრავთ?! საკუთარ მიწას ჭამთ?! შეხედეთ მტერი დამშეული დგას... ნუ გაუღებთ კარს! შურით და ბოღმით გამოჭმულ-გამოხრულებს, დაგვიშანთავს გულებს... დაშლილ-დაქსაქსულებს, იოლად დაგვიმონებს... მოგვასევს დემონებს... ხელები შორს! ხელები შორს! ქალაქი დუღს! სამშობლო წუხს! ნუ გადაგვაყოლებთ პირადულ შურს! ნუ გვასმევთ შხამს! მტერსა და შამანებს ნუ გაუღებთ კარს! ნუ გადაგვაყოლებთ "კრესლოს" და სკამს! 14.05.24წ. ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი