ლაზარეს შაბათი
ლაზარეს შაბათი შიში მკლავს სიცოცხლის და არა სიკვდილის, სიცოცხლე როგორ მღლის ვიხსენებ კვლავ დილით... -მოვდივარ ძვირფასო, გახსენი დარაბა, გაფიცებ არასდროს არ ენდო ბარაბას, არასდროს გამოჰკრა სასხლეტს ან ბარაბანს. სანამდის რწმენაში იცოცხლებს ლაზარე, არ მცდება ენაზე სიტყვების სიმწარე. დღეს ყველა ცხონდება გვამცნობდა ცისმარე, არ მოკვდი, იცოდე, შენ ფერი-იცვალე! მარადიულობით სიკვდილი შეცვალე! ნურვინ დაღონდება გარდაცვალებაზე! 08.04.2023წ ნინო როსტიაშვილი neru
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი